საქართველოს საელჩო მთარგმნელობით სემინარს მასპინძლობს

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, “ქართული შემოდგომა ათენში 2022”-ის ფარგლებში, საქართველოს საელჩო მთარგმნელობით სემინარს მასპინძლობს. სემინარი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ათენში მცხოვრები ქართველი ელინისტები, მწერალთა სახლის მიერ დაიგეგმა.

სემინარს ხელმძღვანელობენ ბერძენი მწერალი, ფილოლოგი დიმიტრის ცეკურასი და ელინისტი ანინა გოგოხია.

აღნიშნული სემინარის მიზანია ქართული ლიტერატურის ბერძნულ ენაზე თარგმანის ხელშეწყობა.