საერთაშორისო გამოფენა S’hail 2022-ში გელა პატიაშვილი და მიხეილ ერისთავი მონაწილეობენ

5 სექტემბერს, ქ. დოჰაში საერთაშორისო გამოფენა S’hail 2022 გაიხსნა, რომელშიც, კატარში საქართველოს საელჩოს და კატარას კულტურის ფონდის – Katara-ს ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი მხატვრები გელა პატიაშვილი და მიხეილ ერისთავი მონაწილეობენ.

ქართველ მხატვართა მიერ წარმოდგენილია გამოფენის თემატიკაზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

ყოველწიურად S’hail-ის გამოფენას 130.000-მდე ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. გამოფენა 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.