თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი დუბაიში გასტროლზე მიემგზავრება

6-15 სექტემბერს დუბაის ოპერის თეატრში,  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის გასტროლი გაიმართება. თეატრი დუბაიში 7 სპექტაკლს გამართავს. 9, 10 და 11 სექტემბერს წარმოდგენილი იქნება სერგეი პროკოფიევის ბალეტი „რომეო და ჯულიეტა“(5 სპექტაკლი), 13 და 14 სექტემბერს კი ჯუზეპე ვერდის ოპერა „ტრავიატა“.

გასტროლში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო და საბალეტო დასი, ორკესტრი და გუნდი. თეატრის ორკესტრს გავრიელ ჰაინე (აშშ) და ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებენ.