ევროპის საბჭოს კინოფონდ “ევრიმაჟის” მორიგ სამუშაო სესიას სტრასბურგმა ონლაინ ფორმატში უმასპინძლა.
“ევრიმაჟის” გადაწყვეტილებით, 2022 წლის რიგით მეორე სამუშაო სესიაზე სულ 24 ფილმის პროექტი დაფინანსდა 6.511.000 ევროს ოდენობით, აქედან 2 დოკუმენტური ფილმის პროექტი და 2 ანიმაცია.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, შერჩეულ პროექტებს შორის მოხვდა შტეფან ტოლცის გერმანულ-ქართულ-ბულგარული კოპროდუქცია “ერთი წვეთი”. “ევრიმაჟის” დაფინანსება – 100 000 ევრო. აღსანიშნავია, რომ პროექტს ასევე აქვს მოპოვებული ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების კონკურსში.
საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ამ წლების მანძილზე კინოფონდის მიერ მხარდაჭერილია 18 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია.