ელენე ჯოხარიძე სწავლას საფრანგეთში ევროპული ინტეგრაციისა და გლობალური კვლევების სამაგისტრო პროგრამაზეაგრძელებს

სამართლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ელენე ჯოხარიძე სწავლას საფრანგეთში, Centre international de formation européenne (CIFE)-ში ევროპული ინტეგრაციისა და გლობალური კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე აგრძელებს.
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, მან მოიპოვა სწავლის 50%-იანი დაფინანსება.
სამაგისტრო პროგრამა ფოკუსირებულია ევროკავშირის პოლიტიკის სიღრმისეულ შესწავლაზე და ხორციელდება ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტის თანამშრომლობით: Institut für Europäische Politik (IEP) ბერლინი, Centre international de formation européenne (CIFE) ნიცა და Luiss Guido Carli University (School of Government) რომი. თეორიული კურსის შემდგომ პროგრამა მოიცავს ასევე სტაჟირებას ევროკავშირის რომელიმე ინსტიტუციაში.