2 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი 20 წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატიდან

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე 20 -წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ასპარეზობა დაასრულეს.

საქართველოს ნაკრებმა  ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა !

ევროპის ჩემპიონები  ნიკოლოზ ბროლაძე და  აჩიკო ბოლქვაძე გახდნენ.

ვერცხლის მედლებს თორნიკე მიქელაძე და  დიმიტრი ხაჩიძე დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედალი კი, თემურ ორჯონიკიძემ მოიპოვა.