იაპონური ენის სახელმძღვანელოების – „იაპონური ენა ყველას“ პრეზენტაცია გაიმართა

29 ივნისს, კახა ბენდუქიძის კამპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში  იაპონური ენის სახელმძღვანელოების – „იაპონური ენა ყველას“, დაწყებითი დონე I და საშუალო დონე I  – პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნები გამოიცა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობის მიერ იაპონიის ფონდის მხარდაჭერითა და იაპონურ გამომცემლობა „3ა ნეტოვააკუსთან“ თანამშრომლობით.

სახელმძღვანელოებს წარადგინა მთარგმნელმა მედეა გოცირიძე-კოჯიმამ.