პალმის რტო ნემეას ისტორიული სპორტული თამაშებიდან

ნემეას ისტორიული სპორტული თამაშები ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება და ყოველ ჯერზე საბერძნეთის ქართველები დიდი წარმატებით მონაწილეობენ მასში.

ეს, საერთაშორისო თამაშები მთელი მსოფლიოსთვის ტარდება უძველესი წესით, ზაფხულში, ასაკისა და სქესის განურჩევლად ყველასთვის.

წელსაც, საბერძნეთის ქართველებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ამ თამაშებში.

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 100 მეტრიან  გარბენზე ათი ქართველი მონაწილეობდა. მათ შორის, პირველი ადგილი და პალმის რტო კატერინა კაპოდისტრიამ და თეა გაგუამ მოიპოვეს.

ღონისძიებაში ქართული დიასპორული ორგანიზაციების მონაწილეობას ორგანიზება “პეგასი  მერანმა” გაუწია.