სვანეთში ავსტრიელი მწერლის ლაურეატის ბერტა ფონ ზუტნერის საქართველოში მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მიმდინარეობს

სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში, საქართველოში ავსტრიის საელჩოს ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ავსტრიელი მწერლის,  პაციფისტის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ბერტა ფონ ზუტნერის საქართველოში ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მიმდინარეობს.

ბერტა სოფია ფელიჩიტა კინსკი 1843 წლის 9 ივნისს ქალაქ პრაღაში დაიბადა. მისი მამა, ვხინიცისა და ტეტაუს გრაფი ფრანც დე პაულა ჟოზეფ კინსკი, ავსტრიელი გენერალი იყო, დედა კი ვილჰელმინა ფონ კორნერი, კავალერიის კაპიტნის ქალიშვილი, ბერტას ჰყავდა უფროსი ძმა – არტური.

გამოფენის მოწყობის შემდეგ, მის გახსნამდე, ავსტრიის ელჩი სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაემგზავრა სოფ. მაზერში, სადაც იგი შეხვდა ცნობილ მწერალს, ფოტოგრაფს, მოგზაურსა და სვანეთის პატრიოტს, ბატონ რიჩარდ ბაარუგს , გარდა ამისა, სტუმრები სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ მაზერის საჯარო სკოლას, სადაც ავსტრიის საელჩოს უშუალო ინიციატივითა და თანადგომით მოეწყობა წიგნების კუთხე.

აღნიშნული გამოფენის მიზანია მშვიდობის დარგში ბერტა ფონ ზუტნერის მოღვაწეობისა და საქართველოში მისი ცხოვრების პერიოდის გახსენება და ქართულ-ავსტრიული ურთიერთობების ხაზგასმა.

საქართველოში ავსტრიის საელჩოს მიერ სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმში ორგანიზებული გამოფენა 30 ივნისამდე გასტანს.

გამოფენის დათვალიერება უფასოა.