რუმინულ ენაზე „საქართველოს ისტორიის“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, 31 მაისს, საქართველოს საელჩოსა და „ლევანტის ქვეყნების ცივილიზაციისა და კულტურის კვლევითი ინსტიტუტის“ ერთობლივი ორგანიზებით, რუმინულ ენაზე „საქართველოს ისტორიის“ წიგნის პრეზენტაცია შედგა.

„დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს „ლევანტის ქვეყნების ცივილიზაციისა და კულტურის კვლევითი ინსტიტუტის“ პრეზიდენტმა, რუმინეთის ყოფილმა პრეზიდენტმა,  ემილ კონსტანტინესკუმ, საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა და წიგნის ავტორმა, ისტორიკოსმა გიორგი გაფრინდაშვილმა.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანა შორის მჭიდრო სამეცნიერო-კულტურული კავშირების არსებობას და განსაკუთრებით აღნიშნეს ის გარემოება, რომ რუმინეთის აკადემიურ წრეებსა და ფართო საზოგადოებას პირველად მიეცემა შესაძლებლობა საქართველოს ისტორიის შესახებ ნაშრომის მშობლიურ ენაზე გაცნობისა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, „საქართველოსა და მოლდოვის რეპუბლიკის მეგობრობის ცენტრის“ წევრები“, – ნათქვამია რუმინეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წიგნის ავტორი: ისტორიკოსი გიორგი გაფრინდაშვილი

მთარგმნელი: სალომე ჯაფიაშვილი