საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
ჩვენმა ნაკრებმა, გუნდურ შეჯიბრში (რაპირა) ფინალურ ბრძოლაში იტალიის ნაკრები ანგარიშით 42-41 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ნინა თიბილაშვილმა ხმალში ასპარეზობისას, ნახევარფინალში ანგარიშით 15:11 მოუგო ბრიტანელ ჯემა კოლინზს, ფინალში პოლონელი კინგა დროჟი დაამარცხა ანგარიშით 15:9 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგე სილვია ტაუბერს სძლია ანგარიშით 15:12, ხოლო ფინალში ბრძოლა დათმო ტაილანდელ სანსუნ იანთან ანგარიშით 15:13, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.