ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი გახდა

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე.

ჩვენმა ნაკრებმა, გუნდურ შეჯიბრში (რაპირა) ფინალურ ბრძოლაში  იტალიის ნაკრები ანგარიშით 42-41 დაამარცხა და ოქროს მედლის  მფლობელი გახდა.

ტაილანდის  მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ნინა თიბილაშვილმა ხმალში ასპარეზობისას, ნახევარფინალში ანგარიშით 15:11 მოუგო ბრიტანელ ჯემა კოლინზს, ფინალში პოლონელი კინგა დროჟი დაამარცხა ანგარიშით 15:9 და ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ხოლო ირმა ხეცურიანმა ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგე სილვია ტაუბერს  სძლია ანგარიშით 15:12, ხოლო ფინალში ბრძოლა დათმო ტაილანდელ სანსუნ იანთან  ანგარიშით 15:13, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები