ათონის ივირონის მონასტერმა ქართულ ხელნაწერთა კატალოგი ინგლისურ ენაზე გამოსცა

ათონის ივირონის მონასტერმა ინგლისურ ენაზე გამოსცა ივირონში დაცული ქართულ ხელნაწერთა კატალოგი. ინფორმაციას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი თქმით, რამდენიმე დღის წინ აღნიშნული გამოცემა საჩუქრად მიიღეს კატალოგის ქართველმა ავტორებმა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბიბლიოთეკამ.

გამოცემის რედაქტორები არიან იოსტ გიპერტი, ბერნარ უტიე და სერგეი კიმი. კატალოგის და აღწერილობების შემდგენლები ძირითადად არიან კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.