მიხეილ კვირიკაძის ფილმს კონკურსზე – VENEZIA SHORTS აჩვენებენ

მიხეილ კვირიკაძის ფილმი “ნათლობა იორდანეში” წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე სახელწოდებით VENEZIA SHORTS. ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით (დაფინანსების 75%).ინფორმაციას ეროვნული კინო ცენტრი ავრცელებს, ღონისძიება 2022 წლის 4 ივნისს ჩატარდება იტალიის ქალაქ ვენეციაში.
ფილმის შესახებ: „ნათლობა იორდანეში“ – პროდიუსერი შპს „სტუდია 99“; დირექტორი -კარინე სარდლიშვილი რეჟისორი – მიხეილ კვირიკაძე. ახალგაზრდა “შულერი” თავს ხალხის გადაგდებით ირჩენს. ის მატარებლებს დაჰყვება, გულუბრყვილო მგზავრებს ბანქოში ატყუებს, რის გამოც ხშირად თავპირდასისხლიანებული დადის,. კარტში მოგებული ჯვარი მას ახალ იდეას აძლევს…