მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა. მათ შორის, ორი ჯილდო საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა.
ჩემპიონატის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრებიდან ფინალში გასვლით მედლები დაბევებული ჰქონდათ შმაგი ბოლქვაძეს (72 კგ) და გელა ბოლქვაძეს (82 კგ) . გასარკვევი იყო მედლების ხარისხი.შმაგი ბოლქვაძე ასპარეზობას მეოთხედფინალიდან შეუდგა. დაამარცხა ლიეტუველი და აზერბაიჯანელი მეტოქეები და ამგვარად მოიპოვა ფინალში უნგრელ რობერტ ატილა ფრიჩთან გამოსვლის უფლება. ქართველისთვის მასპინძელთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა. ფრიჩმა 3-2 გაიმარჯვა.შედარებით გრძელი გზის გავლა მოუწია გელა ბოლქვაძეს, რომელიც ბუდაპეშტურ ხალიჩაზე ასპარეზობას მერვედფინალიდან შეუდგა. საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა დაამარცხა უკრაინელი, თურქი და გერმანელი მოწინააღმდეგეები, მაგრამ დღევანდელ ფინალში 1-2 დამარცხდა აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვთან.
ერთი დღით ადრე ჩემპიონობა მოიპოვა ლერი აბულაძემ (63 კგ), ვერცხლის მედლით დაასრულა ჩემპიონატი ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ).