ლონდონში კეკო ჭელიძის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს იხილავენ

დღეს, ლონდონში კეკო ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის “მკვდარი სულების არდადეგები” ჩვენება შედგება.

ფილმი მოგვითხრობს 90-იან წლებში საქართველოში წარმატებული მუსიკოსის, ლევან სვანიძის ამბავს, რომელიც დღეს ასაკოვან დედასთან ერთად ერთოთახიან ბინაში, თბილისის გარეუბანში ცხოვრობს. მიუხედავად სიდუხჭირისა, ლევანი ოპტიმისტია და თავისებურად ცდილობს დაიმკვიდროს თავი მუსიკალურ სამყაროში და აიწყოს პირადი ცხოვრება.

ფილმის სახელწოდება “მკვდარი სულების არდადეგები” კი ლევანის პირველი მუსიკალური პროექტის სახელი იყო 90-იან წლებში.

ეკატერინე (კეკო) ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “მკვდარი სულების არდადეგები” საქართველოს ეროვნული კინოცენტირს მხარდაჭერით შეიქმნა.