ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბუდაპეშტიდან 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით ბრუნდება.

ჩემპიონი – ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ);

ვერცხლი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ);

ბრინჯაო – ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ);

ბრინჯაო – გიორგი სულავა (74 კგ);

ბრინჯაო – ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ);

ბრინჯაო – მირიან მაისურაძე (92 კგ).

საქართველოს ნაკრები თბილისში დღეს ჩამოფრინდება.