ორი დღის განმავლობაში, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრებმა დააგემოვნეს ტრადიციული კერძები, გაეცნენ ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციას და ისიამოვნეს მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალში 13 ადგილობრივი მეწარმე მონაწილეობდა.
“გემოფესტი” გაიმართა ახალციხის მერიის და სამცხე ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის მხარდაჭერით.