საერთაშორისო ფესტივალზე Territori Festival მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი და კომპანია „ჰოი“ სპექტაკლით „მარო“ წარდგა

2026 წლის 3-7 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში, საერთაშორისო ფესტივალზე Territori Festival მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი და კომპანია „ჰოი“ სპექტაკლით „მარო“ წარდგა.

ფესტივალი ყოველწლიურად ევროპული ახალგაზრდა თეატრალური და პერფორმატიული სცენის გამორჩეულ წარმომადგენლებს აერთიანებს და მას ორგანიზებას Teatro Sociale Bellinzona და საერთაშორისო არტისტული პლატფორმა ZONA’B უწევს.