ARTEXPO NEW YORK 2022 -ზე ხათუნა დვალის ფოტოები გამოიფინება

9,10 აპრილს, ნიუ იორკში გამართულ ARTEXPO NEW YORK 2022-ზე ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ფოტოგრაფ ხათუნა დვალის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები გამოიფინება.ხათუნა დვალის საგამოფენო ადგილია #433, მისამართი კი –Pier 36, 299 South Street; New York, NY 10002
ხათუნა დვალმა ნიუ იორკის ფოტოგრაფიის ინსტიტუტი დაამთავრა, ის წლებია ამერიკაში ცხოვრობს და ამერიკის პროფესიონალი ფოტოგრაფია – მონაწილეობა აქვს მიღებული არა ერთ გამოფენასა და კონკურსში, მისი ფოტოები მრავალი საერთაშორისო კონკურსის  გამარჯვებულია.