საფეხბურთო სკოლის „ავაზა“ წარმატებული “Turkish Holidays”-ი

თურქეთის ქალაქ ალანიაში  საერთაშორისო ტურნირი “Turkish Holidays” ჩატარდა, სადაც სხვა ქართულ გუნდებთან ერთად საფეხბურთო სკოლა „ავაზა“ ორ ასაკობრივ ჯგუფში ასპარეზობდა და წარმატებასაც მიაღწია – 2006 წლიანებში „ავაზამ“ მესამე ადგილი დაიკავა და გარდა ამისა, ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი, მეკარე და თავდამსხმელი სწორედ ამ სკოლის წარმომადგენლები გახდნენ.

“ავაზას” მწვრთნელი გიორგი კვანტალიანი: „ტურნირი ძალიან მასშტაბური და კარგად ორგანიზებული იყო. ზოგადად უფრო ბევრ ქვეყანას უნდა მიეღო მონაწილეობა, მათ შორის უკრაინასაც, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ყველამ ვერ შეძლო ჩამოსვლა. ჩვენი საფეხბურთო სკოლა „ავაზა“ ორ ასაკობრივ ჯგუფში – 2005 და 2006 წლიანებში იყო წარმოდგენილი. ორივე ასაკში 4 – 4 გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს, 2005 წლიანებში, სამწუხაროდ, ფინალში სოფიასთან დავმარცხდით, ხოლო 2006 წლიანებში  მესამე ადგილი დავიკავეთ. გარდა ამისა, ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველი გიორგი ქარდავა(2006წ), საუკეთესო მეკარე ალექსი შენგელია(2005წ) და საუკეთესო ფორვარდი ნიკოლოზ თათარაშვილი( 2005წ) გახდნენ.

ტურნირის ორგანიზატორებისგან ისევ მივიღეთ მოწვევა, ამჯერად ზაფხულში, ბულგარეთში მიგვიპატიჟეს, ვნახოთ, ჯერ გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, განაცხადა “ავაზას” მწვრთნელმა გიორგი კვანტალიანმა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.