ნიდერლანდებში აფხაზეთის შესახებ გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა

27 მარტს, ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამის კინოთეატრ KINO Rotterdam-ში გაიმართა ჰოლანდიელი რეჟისორის, ინეკე სმიტსის მხატვრული ფილმის „პატარა კაცი, დრო და ტრუბადური“ ჩვენება. ადგილობრივ მაყურებელთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით სოლომონია და საელჩოს თანამშრომლები.ინფორმაციას ნიდერლანდებში საქართველოს საელჩო ავრცელებს
ფილმი გადმოსცემს ოკუპირებულ აფხაზეთში, მოგზაური არტისტის თვალით დანახულ სინამდვილეს. ღონისძიების დასასრულს, ინეკე სმიტსმა ისაუბრა ფილმის გადაღების პროცესზე, რის შემდეგაც მასსა და აუდიენციას შორის, კითხვა-პასუხის ფორმატში, გაიმართა დისკუსია.