ეგვიპტეში პარაძიუდოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა

ეგვიპტის 2022 წლის გრან – პრის გათამაშებაზე საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა 4 მედალი მოიპოვა.

გიორგი გამჯაშვილი 73კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა ფალავანმა ესპანელ მოწინააღმდეგეს სძლია და უმაღლესი სინჯის მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

ბაჩუკი შელია 73კგ. წონით კატეგორიაში გამოვიდა, ეგვიპტელ და ესპანელ ფალავნებს  მოუგო ბრძოლა და წრიული სისტემით პირველად,  გრან – პრის გათამაშებაზე ქართული ფინალი გაიმართა. ბაჩუკი შელია გიორგი გამჯაშვილთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი აიღო.

გიორგი ბერიძემ 90კგ. წონით კატეგორიაში, წრიული სისტემით  იასპარეზა. ეგვიპტელ მოწინააღმდეგეს სძლია,  ფრანგ და ბრიტანელ პარაძიუდოისტებთან, ორივე  ბრძოლა დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღნიშნულ ტურნირზე,  ნუკრი მიღრიჯანაშვილმა  60 კგ. წონით კატეგორიაში  იასპარეზა და ვერცხლის მედლის მფლობელი  გახდა.