კონსერვატორიის რექტორს – ნანა შარიქაძეს „Zasłużony Kulturze Gloria Artis” ვერცხლის მედალი გადაეცა

პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის მინისტრმა, პროფესორმა პიოტრ გლინსკიმ საქართველო – პოლონეთის კულტურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს ნანა შარიქაძეს „Zasłużony Kulturze Gloria Artis” ვერცხლის მედალი გადასცა.ეს არის პოლონეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენი, რომელიც კულტურის სფეროში განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანებს გადაეცემათ. ქალბატონი ნანა შარიქაძე საქართველოს პირველი მოქალაქეა, რომელსაც ეს ჯილდო ერგო.ინფორმაციას  თბილისში პოლონური ინსტიტუტი ავრცელებს.