12 მარტს, ბუქარესტში გამართულ 2022 წლის რაგბის ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრებმა მატჩი რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და დაძაბულ ბრძოლაში, სადაც შეხვედრა თანაბარი უპირატესობით მიმდინარეობდა რუმინეთის გუნდი 26:23 დაამარცხა. ბორჯღალოსნები ჩემპიონატის დასკვნით ტურში, 20 მარტს ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
საქართველომ რუმინეთის დამარცხებით, ევროპა 1-ის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო თასზე C ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და გლობალური საკვალიფიკაციო ეტაპის გამარჯვებულს ერკინება.