7 მარტს, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრების წევრებმა ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში ევროპის ჩემპიონატზე დაიწყეს გამოსვლა.
შეჯიბრების პირველ დღეს, ხუთ წონითი კატეგორიაში: 55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამებში წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. ამ წონებში მედლები რვა მარტს გათამაშდება. ასევე, რვა მარტის დილიდან მოჭიდავეები იასპარეზებენ დარჩენილ ხუთ წონაში – 60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამში. მათ წონით კატეგორიებში გამარჯვებულები და მედალოსნები კი ცხრა მარტს გამოვლინდებიან.
ქართველმა მოჭიდავეებმა პირველ დღეს წარმატებით იასპარეზეს და დავით სოლოღაშვილი (77 კგ) და გიორგი შოთაძე (63 კგ) 23-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან.
დავით სოლოღაშვილმა ნახევარფინალში თურქ აბდურაჰმან კალკანს 5:3 სძლია, ხოლო გიორგი შოთაძემ ნახევარფინალში თურქი მეტოქე მუსტაფა საფა ილდირიმი დაამარცხა.