ვლატადონის მონასტერში უკრაინელი ხალხისთვის ლოცვა აღევლინა

თესალონიკში გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, 2022 წლის 27 თებერვალს, თესალონიკში უკრაინის გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, ვლატადონის მონასტერში უკრაინელი ხალხისთვის ლოცვა აღევლინა.

ლოცვას ესწრებოდნენ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული ნოდარ კომახიძე და საკონსულოს სხვა თანამშრომლები. ასევე, ქართული და უკრაინული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიების დასასრულს, უკრაინის გენერალურმა კონსულმა დამსწრე საზოგადოებასა და  ქართველ ხალხს მხრდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.