18, 19, 20 თებერვალს, წყალბურთში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი თბილისში გაიმართება.
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრას, ზედიზედ მეხუთედ შეეცდება.
ის „ბ“ ჯგუფშია, სადაც მისი მეტოქეები არიან პოლონეთის, ბელარუსის და სლოვაკეთის ნაკრები.
მატჩების გრაფიკი კი ასეთი გახლავთ:
18.02.2022
17:30 პოლონეთი -სლოვაკეთი
19:30 საქართველო- ბელარუსი
19.02.2022
17:00 ბელარუსი-სლოვაკეთი
19:00 საქართველო-პოლონეთი
20.02.2022
10:00 პოლონეთი-ბელარუსი
12:00 საქართველო-სლოვაკეთი