მორის ყვითელაშვილი ზამთრის ოლიმპიური თამაშების ათეულშია

ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა პეკინში, ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე, მამაკაცთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მე-10 ადგილი დაიკავა. მან თავისუფალ პროგრამაში მან 170.64  ქულა დაიმსახურა, მოკლე და თავისუფალი პროგრამის ჯამში კი 268.62 ქულა აიღო.

პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოსთვის ისტორიული შედეგი მეორედ დაფიქსირდა – სწორედ მეათე იყო 2006 წლის ოლიმპიადაზე მოციგურავე ელენე გედევანიშვილი.