ტოკიოს წიგნის მაღაზიაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

ტოკიოში, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში გამართული კინოფესტივალის პარალელურად, კინოთეატრის მიმდებარედ განლაგებულ წიგნების მაღაზიაში, საგანგებოდ ქართული წიგნების კუთხე შეიქმნა, სადაც საქართველოს შესახებ სხვადასხვა ტიპის გზამკვლევები, ქართული ენის სახელმძღვანელო, ჩვენი ქვეყნის ლიტერატურულ ნაწარმოებთა იაპონური თარგმანები და სხვ. ლიტერატურაა წარმოდგენილი. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

შეგახსენებთ, 29 იანვარს საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში, ტოკიოში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა,რომლის ფარგლებშიც 35  ქართული ფილმი იქნა წარმოდგენილი.