სამხატვრო აკადემიის სტუდენტების სამეცნიერო პოსტერები ავსტრიაში გამოიფინა

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის სტუდენტებმა  მონაწილეობა მიიღეს პროექტში, რომლის ფარგლებში მათი სამეცნიერო პოსტერების გამოფენა არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტში, ლინცში, (ავსტრია,მიმართულება ხელოვნებათმცოდნეობა) შედგა. პროექტის მონაწილე ქვეყნები იყვნენ: საქართველო, მონტენეგრო, ავსტრია და აშ.
გამოფენის “არქიტექტურა, როგორც კომუნიკატორი” პოსტერები სტუდენტებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთობლივი სემინარების შედეგად შექმნეს და მათი დათვალიერება ფართო საზოგადოებისათვის ავსტრიაში მარტის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.