ნიკა ქუთელიას ნამუშევრები ანდრეა გროსის პროექტში VICE Italia მოხვდა

ქართველი ვიზუალური არტისტის – ნიკა ქუთელიას ნამუშევრები იტალიელი დიზაინერის ანდრეა გროსის პროექტში VICE Italia მოხვდა. ნიკა ქუთელია სოხუმშია დაბადებულია, თავდაპირველად იგი მუსიკით იყო გატაცებული და მუსიკალურ პროექტ Flow Magazine-ის თანადამფუძნებელია, ნიკას დაინტერესება ვიზუალური ხელოვნებით 2017 წელს დაიწყო, როდესაც მან Pirosmoney-ს პროექტზე მუშაობა დაიწყო. ეს არის კოლაჟები, რომლებიც მხოლოდ Iphone-ის აპლიკაციის გამოყენებით იქმნება, ნიკას შექმნილმა კოლაჟებმა მნახველების დიდი დაინტერესება გამოიწვია. 

რაც შეეხება იტალიელი დიზაინერის, ანდრეა გროსის პროექტს ნიკა ქუთელიას ნამუშევრები პროექტში სხვა 11 ვიზუალური არტისტის ნამუშევართან ერთად მოხვდა, ცნობილმა დიზაინერმა ქართველი არტისტის საინტერესო ხელოვნება ინსტაგრამის საშუალებით გაიცნო და თავად გაუჩნდა სურვილი მასთან ეთანამშრომლა, ნიკა ქუთელიას ნამუშევარი მხარდაჭერასა და თანაგრძნობაზეა, იმაზე,რომ ადამიანებმა არასოდეს უნდა იგრძნონ თავი მარტოსულად.