დიანა ანფიმიადის პოეზიის კრებული “The Guardian”-ის საუკეთესო თანამედროვე პოეზიის სიაშია

დიანა ანფიმიადის პოეზიის კრებული “რატომ აღარ ვწერ ლექსებს” (Why I No Longer Write Poems) The Guardian-ის ,,საუკეთესო თანამედროვე პოეზიის” სიაშია.ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს. კრებული გამოიცა წამყვანი ბრიტანული გამომცემლის Bloodaxe Publication-ის მიერ, მთარგმენლები: ნატალია ბუკია-პეტერსი და ჯინ სპრაკლანდი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წელს The Calvert Journal-მა გამოაქვეყნა მოკლე ჩამონათვალი – რა წავიკითხოთ 2022 წელს – 10 წიგნი აღმოსავლეთ ევროპიდან სამყაროს უკეთ შესაცნობად. ათეულში შევიდა დიანა ანფიმიადის ლექსების კრებული “რატომ აღარ ვწერ ლექსებს”