National Geographic-ი საქართველოს შესახებ სტატიათა ციკლს აქვეყნებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში გავლენიანმა გაამოცემამ National Geographic საქართველოს შესახებ ორი სტატია მოამზადა.

”კულტურის ოთხი სეზონი საქართველოში“-ამ სათაურით National Geographic-ის პირველ სტატიაში აღწერილია ქართული სტუმარ-მასპინძლობა, სუფრა, ადგილობრივების მუსიკა, ცეკვა და ქართული კულტურა.

National Geographic-ის შემდეგი სტატია საქართველოს ბუნებას ეძღვნება შემდეგი სათაურით „მთებიდან ზღვამდე საქართველოში.“

“სტატიაში აღწერილია ქვეყნის უნიკალური ეკოსისტემა და მრავალფეროვანი ბუნება: მთებში ლაშქრობები, საქართველოს სამთო კურორტები, ეროვნული პარკები, მდინარეზე ჯომარდობა და შავი ზღვის სანაპიროები“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.