ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი საბერძნეთში საახალწლო ღონისძიებაზე წარდგა

2022 წლის 4 იანვარს საბერძნეთში, ღალაცის მუნიციპალიტეტის პარკში, საბერძნეთში იუნესკოს კლუბისა და საქართველოს საელჩოს მიწვევით, ქართულ-ბერძნული კულტურისა და განათლების ცენტრთან “არმაზი” არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მონაწილეობა მიიღო საახალწლო ღონისძიებების დასკვნით ნაწილში.
საღამოს ესწრებოდნენ საელჩოს უფროსი მრჩეველი დეა მუმლაძე, საელჩოს პირველი მდივანი ანი უძილაური, ასევე ღალაცის მერი გიორგიოს მარკოპულოსი, იუნესკოს კლუბის პრეზიდენტი იანის მარონიტისი, ბერძენი და ქართველი სტუმრები.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს ქართველ მონაწილეებს და ხაზი გაუსვეს, რომ ქართული კულტურა, ქართული ცეკვა ყოველთვის გამორჩეული და შთამბეჭდავია, ხოლო ბერძენი და ქართველი ხალხის მეგობრობა – სამაგალითო.