10 დეკემბერს, ხორვატიაში, ჩელენჯერის სერიის “Golden spin of Zagreb- 2021” ის საერთაშორისო ტურნირზე ციგურაობაში გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ქალთა კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობდა 15 ქვეყნის 23 წარმომადგენელი.
11 დეკემბერს ,ამავე ტურნირზე მეტელკინა-პარკმანის სპორტულმა წყვილმა სტაბილურად იასპარეზა ორივე პროგრამაში, ტექნიკური ელემენტების დამაჯერებელი შესრულებითა და საკმაოდ მაღალი კომპონენტური შეფასებით , მათ ორი პროგრამის ჯამში 189,60 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურეს და მხოლოდ ამერიკელ წყვილს დაუთმეს პირველობა