ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი საერთაშორისო ტურნირიდან- მოციგურავეების წარმატება ხორვატიაში

10 დეკემბერს, ხორვატიაში, ჩელენჯერის სერიის “Golden spin of Zagreb- 2021” ის საერთაშორისო ტურნირზე ციგურაობაში  გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ქალთა კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობდა 15 ქვეყნის 23 წარმომადგენელი.

საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვა,  ორი პროგრამის ჯამში 184,29 ქულით ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.ანასტასია გუბანოვასათვის ხორვატიის ტურნირი ოქტომბერში ფინეთში გამართული ტურნირის შემდეგ მეორე საერთაშორისო სტარტი იყო ამ სეზონზე.

11 დეკემბერს ,ამავე ტურნირზე მეტელკინა-პარკმანის სპორტულმა წყვილმა  სტაბილურად იასპარეზა ორივე პროგრამაში, ტექნიკური ელემენტების დამაჯერებელი შესრულებითა და საკმაოდ მაღალი კომპონენტური შეფასებით , მათ ორი პროგრამის ჯამში 189,60 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურეს და მხოლოდ ამერიკელ წყვილს დაუთმეს პირველობა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები