ბუდაპეშტში საქართველოსადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

12 ნოემბერს ბუდაპეშტში, Pesti Vigado-ში უნგრელი მხატვრისა და ფოტოგრაფის ადამ ბალოგის საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტოების გამოფენა სახელწოდებით “O Mysterium, O Georgia“ გაიხსნება.გამოფენა ტარდება უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და უნგრეთის ხელოვნების აკადემიის, Pesti Vigado-ს ხელმძღვანელობისა და უნგრეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის თამუნა ჯაფარიძის მხარდაჭერით. ადამ ბალოგის ფოტოების სერიაში ქართველი ხალხის ცხოვრება, კულტურული მემკვიდრეობა, ტრადიციები და პეიზაჟებია ასახული.

„შემოქმედების სიდიადეს და სილამაზე –  ეს არის ქვეყანა, სადაც ღმერთის სიყვარული ყველა დეტალშია წარმოდგენილი –  ამბობს ფოტოგრაფი. გამოფენა ბუდაპეშტში 21 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.