სანდრო ბაზაძემ კაიროს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში გამართულ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ბაზაძემ მეოთხედფინალში ამერიკელი უილიამ მორილი 15-10 დაამარცხა, რის შედეგადაც ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ნახევარფინალური მატჩი ბაზაძემ სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰისთან დათმო.

სანდრო ბაზაძემ, ბოლო ერთ თვეში, სამი მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატს მშვენიერ ფორმაში ხვდება!

კაიროს მსოფლიო თასზე, გუნდური ასპარეზობა დღეს გაიმართება. საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: სანდრო ბაზაძე, გიორგი ურუშაძე, ალექსანდრე თავართქილაძე.

სანდრო ბაზაძე