საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის 15-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა

ბულგარეთში 15 წლამდე მოჭიდავეებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ჩემპიონატზე ასპარეზობა ექვსი – ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს – მედლითა და გუნდური მეორე ადგილით დაასრულა.
ჩემპიონობა ნიკოლოზ კუტუბიძემ (68 კგ) და ლევონ ბარდეღიანმა (75კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი გაბრიელ თავბერიძე (62 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ლევან ტოტიკაშვილმა (38კგ), ლუკა საგინაძემ (44კგ) და გიორგი ვაშაყმაძემ (57კგ) მოიპოვეს.