რომში, ქვიშის ჭიდაობაში მსოფლიო სერიის მეორე ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ), დავით ხუციშვილი (80 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ) ფინალში დამარცხდნენ. დათო მარსაგიშვილმა კი ტურნირი მეოთხე ადგილით დაასრულა.
რომის ტურნირამდე, ნიცაში გამართულ მსოფლიო სერიის პირველ ეტაპზე ოთხივე ქართველი ჩემპიონი გახდა.
მესამე ეტაპს 10-11 სექტემბერს, საბერძნეთი უმასპინძლებს.