გერმანული გამოცემა აფხაზურ – ქართული მოთხრობების კრებულის შესახებ წერს

„დახვეწილი კრებული, რომელიც ქართველ და აფხაზ მწერლებს წარმოგიდგენთ“-  ასე აფასებს გავლენიანი გერმანული გამოცემა FAZ.NET – Frankfurter Allgemeine Zeitung და ჟურნალისტი Kerstin Holm ქართული ლიტერატურული ინიციატივისა და გერმანული გამომცემლობა KLAK Verlag-ის მიერ გერმანიაში გამოცემულ აფხაზურ – ქართული მოთხრობების კრებულს და ვრცელ რეცენზიას უძღვნის. ინფორმაციას გოეთეს ინსტიტუტი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ აფხაზურ – ქართული მოთხრობების კრებული “ლეღვის ხე” კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერითა და გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით მიმდინარე წელს გამოიცა  გერმანულ ენაზე. კრებული ექვსი ქართველი და ექვსი აფხაზი მწერლის ნაწარმოებს აერთიანებს.