ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 4 ივლისიდან დაიწყებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, გერმანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას 4 ივლისიდან დაიწყებს.

პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დიუსელდორფის მიმართულებით საწყის ეტაპზე კვირაში ორი სიხშირით – ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება.

ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.