აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზახურმა ავიაკომპანიამ “Air Astana” ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა.
ავიაკომპანიას ბათუმში 115 მგზავრი ჩამოყვა.
ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს „ალმათი-ბათუმი- ალმათი“ კვირაში 3 სიხშირით – ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს შეასრულებს.
„ბათუმის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი უკვე 17 მაისიდან მიიღებს პირველ რეისს საუდის არაბეთიდან. ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ოპერირებას განაახლებს და საუდის არაბეთიდან ტურისტებს თბილისთან ერთად ბათუმშიც ჩამოიყვანს.
ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ვარშავა – ბათუმი – ვარშავის და ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით.“ – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.