საქართველოს საელჩომ გერმანიაში ონლაინგამოფენისათვის ნამუშევრების მიღება დაიწყო 

საქართველოს საელჩო გერმანიაში  26 მაისს გეგმავს გერმანიაში მცხოვრები ჩვენი პატარა თანამემამულეების ნახატების ონლაინგამოფენას.

გამოფენის თემატიკა: საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

გამოფენაში მონაწილეობის მსურველებმა ნახატების დასკანერებული ვერსიები უნდა მიაწოდოთ გერმანიაში საქართველოს საელჩოს 20 მაისამდე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: events.berlin.emb@mfa.gov.ge  ნამუშევარს თან უნდა ერთვოდეს ავტორის სახელი, გვარი და ასაკი.

აღნიშნული გამოფენა ონლაინ ფორმატში გაზიარდება 26 მაისს საელჩოს facebook გვერდზე