ახალი რეგულაციები კატარში

კატარში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კატარის მოქალაქეები ან კატარში ცხოვრების ნებართვის მქონე პირები კატარში დაბრუნებისას გათავისუფლებული არიან სავალდებულო კარანტინისგან იმ შემთხვევაში, თუ მათ გაკეთებული აქვთ COVID-19 წინააღმდეგ ვაქცინაციის სრული დოზა კატარის სახელმწიფოში ან საზღვარგარეთ კატარის მიერ ავტორიზებული შემდეგი ვაქცინებით:

  • ფაიზერი/ბიონტექი;
  • მოდერნა;
  • ასტრაზენეკა;
  • ჯონსონ&ჯონსონი.

კატარში დაბრუნებისას მათ გამომგზავრების ქვეყნიდან უნდა წარადგინონ 72 საათით ადრე გაკეთებული PCR ტესტის პასუხი, ან PCR ტესტი გაიკეთონ დოჰას აეროპორტში ჩამოსვლისას საკუთარი ხარჯით, რომლის ღირებულება შეადგენს 300 კატარულ რიალს (85$).

ამასთან, მგზავრი ვალდებულია წარადგინოს ვაქცინის სრული დოზის მიღების დამადასტურებელი ცნობა, რომელშიც ასახულია შემდეგი ინფორმაცია:

  • პირის სახელი და გვარი, როგორც ეს აღნიშნულია მის ოფიციალურ სამგზავრო დოკუმენტებში;
  • ვაქცინის დოზების მიღების თარიღი;
  • ვაქცინის დასახელება და სერიული ნომერი;
  • ვაქცინაციის დაწესებულების ოფიციალური ლოგო და ბეჭედი;

გასათვალისწინებელია, რომ სრული ვაქცინაციის შემდეგ გასული უნდა იყოს 14 დღე.

სავალდებულო კარანტინისგან ასევე თავისუფლდებიან კატარის მოქალაქეები ან ბინადრობის მოწმობის მქონე პირები, რომლებიც განიკურნენ COVID19-გან, რაც დადასტურებულია კატარში შესაბამისი ლაბორატორიული წესით გაკეთებული ტესტითა და სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული ცნობით. ამასთან, პირველი დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს 6 თვისა.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი ინფორმაციის და ცნობის მისაღებად უნდა მიმართონ კატარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ სამედიცინო ცენტრებს. აღნიშნული რეგულაცია მოქმედებს კატარის მოქალაქეებისა და ბინადრობის მოწმობის მქონე პირებისათვის.