,,არ მახსოვს ჩემი ცხოვრებიდან არცერთი დღე, ფუნჯებისა და საღებავისთვის მეღალატოს“

ვიდეობლოგ ,,მედიატორის“ რუბრიკის ,,ემიგრანტული ამბების“ სტუმარი ესპანეთში, ქალაქ ალიკანტეში მცხოვრები მხატვარი და ხატმწერი გიორგი მამულაშვილია. ვიდეობლოგში ახლოს გაიცნობთ  მის შემოქმედებას და ცხოვრებას ემიგრაციაში.

გიორგი მამულაშვილი 2 წელია ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ცოტა ხნის წინ, მისი პირველი პერსონალური გამოფენა ჯერ ბარსელონაში, შემდეგ კი ალიკანტეში გაიმართა. ღონისძიებებს ესპანეთში ქართული დიასპორის წარმოადგენლები დაესწრნენ და ახლოდან შეაფასეს ემიგრანტი მხატვრის შემოქმედება.

,,საქართველოში აუცილებლად დავბრუნდები. მინდა ეს ღირსეულად მოხდეს. შევეცდები სათქმელი მეც ვთქვა ჩემი ხელოვნებით და პატარა სიხარული მივანიჭო სამშობლოსა და ოჯახს. არ მახსოვს ჩემი ცხოვრებიდან არცერთი დღე, ფუნჯებისა და საღებავისთვის მეღალატოს და ასე გაგრძელდება მომავალშიც.“

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"