სლოვენიაში ე.წ “ლოქდაუნი” კვლავ გამოცხადდა 

1 აპრილიდან 11 აპრილამდე, კოვიდ-19 მე-3 ტალღის გავრცელებასთან დაკავშირებით, სლოვენიამ გამოაცხადა მორიგი “ლოქდაუნი”, რაც კერძოდ, გულისხმობს:

იკრძალება ქვეყნიდან გასვლა წითელი ზონის ქვეყნებში, მათ შორის, მეზობელ (იტალია, ავსტრია, უნგრეთი, ხორვატია) და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, იმ პირების გარდა, ვინც უკვე მოიხადეს კოვიდ-19 ან გაკეთებული აქვთ ვაქცინაციია (ამოქმედდა 29 მარტიდან);

იკრძალება მუნიციპალიტეტებში გადაადგილება გარკვეული გამონაკლისებისა და იმ პირების გარდა, ვინც უკვე მოიხადეს კოვიდ-19 ან გაკეთებული აქვთ ვაქცინაცია;

ქვეყანაში შემომსვლელი ყველა პირი, ვისაც არა აქვს შენგენის ზონაში აღებული PCR ტესტი, ექვემდებარება 10-დღიან კარანტინს (სწრაფი ტესტებით ქვეყანაში შემოსვლა აღარ დაიშვება);

იკეტება საშუალო სკოლები ყველა კლასისათვის;

განსხევრებულად იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი;

იხურება სავაჭრო მოლები და ცენტრები (გარდა ძირითადი მოხმარების საგნების მაღაზიებისა);

საჯარო მოსამსახურეები გადადიან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, სადაც კი ეს შესაძლებელია;

იკრძალება მანამდე ნებადართული 10-კაცამდე შეხვედრები (იკრძალება ყველა სახის შეკრება);

კვლავ სავალდებულო ხდება ქუჩებში პირბადით სიარული;

კვლავ იხურება მუზეუმები, ბიბლიოთეკები და ეკლესიები ;

ეკლესიური რიტუალური მომსახურება (მათ შორის, სააღდგომო წირვები) წარიმართება მხოლოდ ონლაინ რეჟიმში;

სხვა მუნიციპალიტეტებს შორის ოჯახის ახლო ნათესავების მონახულება დაიშვება მხოლოდ აღდგომის კვირას (4 აპრილს).