ინფორმაცია იტალიის რესპუბლიკაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოს საელჩო იტალიაში ავრცელებს ინფორმაციას იტალიის რესპუბლიკაში, მალტის რესპუბლიკასა და სან-მარინოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ:

მიმდინარე წლის 12 მარტს, იტალიის მთავრობამ ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვების მიხედვით 2021 წლის 15 მარტიდან 6 აპრილის ჩათვლით ლაციოს რეგიონი წითელ ზონად გამოცხადდა.

„იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური ზემოაღნიშნულ პერიოდში მოქალაქეთა მომსახურებას განახორციელებს მხოლოდ გადაუდებელი/ფორსმაჟორული სიტუაციების დროს.

კერძოდ, შემდეგ შემთხვევებში:

  • ბუნებრივი კატასტროფა;
  • ნებისმიერი შემთხვევა, როდესაც საფრთხე ექმნება ან შეექმნა მოქალაქეთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
  • საქართველოს მოქალაქის დაბადება (დაბადების სააქტო ჩანაწერის რეგისტრაცია და მოწმობის გაცემა);
  • საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება/გადმოსვენება ;
  • სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვა (საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა);
  • საქართველოს მოქალაქის ადგილსამყოფელის დადგენა.

საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომრებზე: +39 333 8879123 +39 350 1483114“ – ნათქვამია საქართველოს საელჩოს განცხადებაში.