„იმუშავე საქართველოდან“ – პროექტი სულ უფრო პოპულარული ხდება

საქართველოს მთავრობის პრეს–სამსახურის ინფორმაციით, პროექტში „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი 90 ქვეყნის  დაახლოებით 2,2 ათასმა მოქალაქემ გამოთქვა.

„შევსებული  განაცხადების საფუძველზე საქართველოში უკვე ჩამოვიდა 742 პირი. საპროგნოზო მაჩვენებლების თანახმად,  ექვსი თვის განმავლობაში ისინი ქვეყანაში დაახლოებით 9 მილიონამდე აშშ დოლარს დახარჯავენ. პროექტში უკვე რეგისტრირებული 2 190 უცხოელის ჩამოსვლა კი,  6-თვიან პერიოდში, საშუალოდ, 26 მილიონი  დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის.

უცხოელებიდან, რომლებმაც შესაბამისი აპლიკაცია უკვე შეავსეს, 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% კი მეწარმეა.“ – ნათქვამია განცხადებაში.

„იმუშავე საქართველოდან“ პროექტით დაინტერესდნენ საერთაშორისო გამოცემები და სამოგზაურო მედია – პლატფორმები. პროექტის შესახებ სტატიები მოამზადეს New York Times-მა, Forbes-მა, Insider-მა, Big 7 Travel-მა და სხვა გამოცემებმა.